ახალი ამბები

გაზეთი გურჯაანი შესაძლოა, დაიხუროს

მისი ინფორმაციით, შემცირებული ფინანსური სახსრები გაზეთის გამოცემას ვერ უზრუნველყოფს. მომავალ წელს გამგეობამ ადგილობრივი ბიუჯეტიდან გაზეთ გურჯაანს 50 500 ლარი გამოუყო. 

,,დაფინანსების 5 ათასი ლარით შემცირება ნიშნავს იმას, რომ ფაქტობრივად, გაზეთის ბეჭდვას ვეღარ შევძლებთ. ეს არის საინფორმაციო სამსახური, რომელიც მოსახლეობას აწვდის ინფორმაციას ვებგვერდის საშუალებითაც. თუ გაზეთის გამოცემა არ შეწყდება, გამოდის, რომ უნდა შევამცირო შრომის ანაზღაურება ან შტატები”, – განაცხადა ასმათ ნიკოლაშვილმა.

გურჯაანის მუნიციპალური მაცნე თვეში ორჯერ გამოდის.