სოფელ ჰერეთისკარში 8 სულიანი ოჯახი ღია ცის ქვეშ ცხოვრობს
ინფორმაციას და ფოტოებს სოციალური ქსელში თიკო იობიძე ავრცელებს.
,,ლაგოდეხში, სოფელ ჰერეთისკარში ამ ცივ დღეებში ჭერის და ფანჯრების გარეშე ცარიელ კედლებში ელემენტარული საყოფაცხოვრებო ნივთების გარეშე ძნელი წარმოსადგენია, მაგრამ წლების მანძილზე ცხოვრობს 8 სულიანი ოჯახი და ერთ-ერთი პატარა ეპილეფსიით ავადმყოფი ყავთ. გახსნილია ანგარიში, ვისაც სურვილი და შესაძლებლობა გაქვთ, რომ ახალი წლისთვის გაათბოთ და გაახაროთ ეს პატარები, დავეხმაროთ”.
ოჯახის დასახმარებლად გახსნილია საბანკო ანგარიშის ნომერი: თიბისი ბანკი. ანგარიშის ნომერი: GE52TB7264045061100036 მიმღები პირი: თამარა ჩინჩალაძე.
ფოტოები: თიკო იობიძე