კახეთში ახალი გზების პროექტირება იწყება
როგორც რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროში აცხადებენ, სივრცითი მოწყობის ფარგლებში, არსებული საავტომობილო გზები, ჩქაროსნული ავტომაგისტრალი, საქართველოზე გამავალი ტრანზიტული კორიდორები თანამედროვე სტანდარტებთან შესაბამისობაში იქნება მოყვანილი, აშენდება ახალი გზები და შეიკვრება ერთიანი ჩონჩხი, რითაც ყველა რეგიონში თანაბრად იქნება ხელმისაწვდომი აუცილებელი პირველადი ინფრასტრუქტურა.
,,ამ ეტაპზე, სივრცითი მოწყობის შემადგენელი მონაკვეთების, თბილისი-ბაკურციხისა და წნორი-ლაგოდეხის გზებისთვის ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთების დოკუმენტი, ხოლო თბილისი-საგარეჯოსა და საგარეჯო-ბაკურციხის გზებისთვის დეტალური პროექტის დოკუმენტი მომზადდება. აღნიშნული დოკუმენტების მოსამზადებლად, სულ სამი კომპანიის ფინანსური წინადადება გაიხსნა.თბილისი-საგარეჯო-ბაკურციხის მიმართულებით 80 კილომეტრიანი, წნორი-ლაგოდეხის მიმართულებით კი 40 კილომეტრიანი გზა აშენდება. საპროექტო სამუშაოებს მსოფლიო ბანკი აფინანსებს,”- განაცხადეს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროში.
პროექტის მიზანია საქართველოს ეკოლოგიური, სოციალური, კულტურული და ეკონომიკური ინტერესების გათვალისწინებით ქვეყნის მდგრად განვითარება.