ყვარელში გენიტალიების დასახიჩრებასთან დაკავშირებით სისხლის სამართლის კოდექსში შესატან ცვლილებზე იმსჯელეს
შეხვედრას გურჯაანის რაიონული პროკურატურის, ყვარლის პოლიციის სამმართველოს და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები და სოფელ თივის, სარუსოს და ჩანთლისყურის მოსახლეობა ესწრებოდა.
გურჯაანის რაიონული პროკურორის დავით ნაღებაშვილის თქმით, შეხვედრაზე დამსწრეებს მან პროექტ „ადგილობრივი საბჭოს“ მიზნებისა და ფუნქციების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა და სისხლის სამართლის კოდექსში შესატანი ცვლილებების პროექტი გააცნო.
,,შეხვედრაზე ასევე წარმოდგენილი იქნა საქართველოს პროკურატურის მიერ მომზადებული კვლევები ოჯახში ძალადობისა და 16 წელს მიუღწეველ პირთან სქესობრივი კავშირის თემაზე. მოსახლეობას ასევე მიეწოდა ინფორმაცია გენიტალიების დასახიჩრებასთან დაკავშირებით საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში შესატანი ცვლილების პროექტის შესახებ,”– განაცხადეს საქართველოს პროკურატურაში.