ახალი ამბები

თელავში საკანალიზაციო კოლექტორი და გამწმენდი ნაგებობა აშენდება

კალმახელიძის ინფორმაციით, ორივე მასშტაბური ინფრასტრუქტურული პროექტი 2018 წლის ბოლოს დასრულდება. 

,,თელავიდან გამავალი ფეკალური მასები მიედინება მდინარე ალაზნისკენ. არ არსებობს არც გამწმენდი ნაგებობა და არც კოლექტორი, რომელიც მიერთებული იქნებოდა შესაბამის ინფრასტრუქტურასთან. ამ კუთხით გარკვეული სამუშაოები დაწყებულია. მაგალითად, ახლომომავალში დაიყწება რამდენიმეკილომეტრიანი კოლექტორის მშენებელობა ქალაქ თელავიდან მდინარე ალაზნამდე. ეს არის მუნიციპალური განვითარების ფონდის პროექტი, რომელსაც მსოფლიო ბანკი აფინანსებს. პროექტის ღირებულება შეადგენს 3.6 მლნ ლარს. ტენდერში გამარჯვებული კომპანია ,,მამისონი“ იწყებს სამუშაოების შესრულებას. 

რაც შეეხება გამწმენდ ნაგებობას, ,,სიდას“ დაფინანსებით დაიწყება პროექტირება და შემდეგ მშენებლობა, რაზეც, ჯამში, დაიხარჯება 12 მლნ ლარი. რეგიონში თელავი იქნება პირველი ქალაქი, რომელსაც ექნება გამწმენდი ნაგებობა. აღნიშნული პროექტების დასრულება გათვალისწინებულია 2018 წლის ბოლოს”, – განაცხადა კალმახელიძემ.