ახალი ამბები

კახეთში გრიპით ინფიცირებულთა რაოდენობა გაიზარდა

მისივე განცხადებით, ბოლო კვირის მანძილზე კახეთის რვავე მუნიციპალიტეტში გრიპის მაგვარი დაავადებების სიმპტომებით ანუ შედარებით მსუბუქი გამოვლინებით სულ 6579-მა მოქალაქემ მიმართა ექიმს, ხოლო შედარებით რთული შემთხვევების რაოდენობა ჯამში 820 შემთხვევა დაფიქსირდა. გრიპის გამოვლინების ყველაზე მაღალი თელავშია, რომლის რაოდენობაც 400 შეადგენს.
,,წელს შედარებით ადრე აცივდა და რეგიონში პაციენტების მომართვიანობის რიცხვმა მოიმატა. შესაბამისად, გაზრდილია ამბულატორიებში პაციენტების მიმართვიანობა როგორც შედარებით ადვილ, ასევე შედარებით რთული შემთხვევების კუთხითაც. თუმცა, ეს არის ეს არის დაშვებული ეპიდემიური ზღვარი, საგანგაშო ამაში არაფერია. პიკს უნდა ველოდოთ იანვრსი ბოლოს, თებერვლის დასაწყისში. იმ შეთხვევაში თუ პაციენტს გრიპის სიმპტომები აღენიშნება, მოერიდოს თვითმკურნალობას და მიმართოს ექიმს”, – განმარტავს ნელი ხიზანიშვილი.
მისივე რეკომენდაციით, გრიპის სიმპტომების გამოჩენისთანავე პაციენტმა დროულად უნდა მიმართოს ექიმს. 
,,ოთახები დაალაგონ სველი წესით, დღეში ორჯერ გაანიავონ სახლი, ხელები კარგად დაიბანონ და მოერიდონ საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებს მაშინ, როდესაც აღენიშნებათ გრიპის სიმპტომები, ატარონ პირბადე“, – განაცხადა ნელი ხიზანიშვილმა.
შეგახსნეებთ, რომ თელავის მე–5 საჯარო სკოლაში გავრცელებული სეზონური ვირუსების და მოსწავლეთა გარკვეული რაოდენობის მიერ გაკვეთილების გაცდენის რიცხვის გაზრდის გამო სასწავლო პროცესი დროებით შეწყდა.