თელავში ტკბილი ფესტივალი გაიმართება
ღონისძიება „კახეთის სამხარეო განვითარების პროგრამა ბავშვთა კეთილდღეობისთვის“ და „კახეთის მეფუტკრეთა ასოციაციის “ ორგანიზებით იმართება.
ორგანიზაციის ხელმძღვანელის ნანა ათუაშვილის ინფორმაციით, საშობაო გამოფენაზე წარმოადგენილი იქნება საახალწლო-საშობაო ნობათი კახეთიდან.
,,საშუალება გექნებათ შეიძინოთ საუკეთესო ხარისხის თაფლი და საახალწლო ტკბილეული, ასევე ნატურალური სანთლის პროდუქცია, მათ შორის საახალწლო სუვენირებიც. ჩვენი სურვილია, თელავში ახალ ტრადიციას ჩაეყაოს საფუძველი და ყოველწლიურად თელავში ჩატარდეს თაფლის ფესტივალი. საშობაო-ბაზრობა ღია სივრცეში, სადაც მოხდება ასოციაციის და წევრთა ფუტკრის პროდუქციის, ასევე სხვადასხვა ხილისა თუ ტკბილეულის გამოფენა-გაყიდვა. სამომავლოდ კი იგეგმება ფესტივალს ყოველწლიურად ჩატარება რომელზეც მონაწილეობისთვის მოწვეულნი იქნებიან სხვადასხვა რეგიონები თავიანთი „ტკბილი“ პროდუქციით”, – აცხადებს ათუაშვილი.
ღონისძიება გაიმართება რუსთაველის ქ.#4 ნომერში, 14:00 საათზე.