დღეს ქალაქ თელავის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის განხილვა გაიმართება
მიმდინარე წლის ბიუჯეტის მსგავსად, მომავალი წლის მთავარ საფინანსო დოკუმენტში პრიორიტეტულ მიმართულებებად კვლავ ინფრასტრუქტურა, სოციალური სფერო, სკოლამდელი განათლება და ჯანდაცვა სახელდება.
როგორც Knews.ge-ს თელავის მერმა, პლატონ კალმახელიძემ განუცხადა, მომავალი წლის სახელფასო ფონდისთვის დიდი თანხა არ არის გამოყოფილი.
,,ინფრასტრუქტურული პროექტების დასაფინანსებლად მომავალი წლის ბიუჯეტიდან 2 მილიონ 200 ათასი ლარია გათვალისწინებული. რაც შეეხება კაპიტალურ პროექტებს, ინფრასტრუქტურის მოვლა-პატრონობაზე, ქალაქის დასუფთავებასა და ამ მიმართულებით სხვა ღონისძიებების განხორციელებაზე 3 მილიონ 80000 ლარამდე დაიხარჯება. გარდა ამისა, დიდ ყურადღებას ვაქცევთ ტურიზმის მიმართულებას ქალაქში, რაც, ასევე, ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა ჩვენთვის’’, – განუცხადა knews.ge-ს პლატონ კალმახელიძემ.
მთავარი საფინანსო დოკუმენტის განხილვა 14:00 საათზე დაიწყება.