ახალი ამბები

თელავის მე–5 საჯარო სკოლაში ვირუსების გამო სასწავლო პროცესი შეწყდა

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ინფორმაციით, სკოლებში სწავლა სავარაუდოდ სამი დღის შემდეგ განახლება.
,,უამინდობის გამო, საქართველოს ექვს და ვირუსების გამო ხუთ საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი შეწყვეტილია. ჯანდაცვის სამინისტროსთან რეკომენდაციით, სკოლებში სწავლის შეწყვეტის თაობაზე გადაწყვეტილება ინდივიდუალურად, თითოეული სკოლის საჭიროებიდან გამომდინარე მიიღება. კერძოდ, იმ სკოლებში, სადაც გაცდენებმა 20%-ს გადააჭარბა, სწავლა სამი დღით შეწყდება”, – განაცხადეს განათლების სამინისტროში.

ფოტო:გიორგი ჩეკურიშვილი