გომბორის უღელტეხილზე გზების გაწმენდითი სამუშაოები დაიწყო
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფორმაციით, ინტენსიური თოვისა და ლიპყინულის გამო, ვაზიანი-გომბორი-თელავის საავტომობილო გზის კმ36-კმ58 მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა დასაშვებია მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების გამოყენებით.
გომბორის უღელტეხილზე თოვას ქარიც ემატება, ჰაეტის ტემპერატურა კი -8 გრადუსს აღწევს. უწყებისვე ცნობით, ორი და მეტი წამყვანი ხიდის მქონე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია. გზის დანარჩენ მონაკვეთებზე შეზღუდვა არ მოქმედებს. აკრძალულია ნახევრადმისაბმელიანი და მისაბმელიანი ტრანსპორტის მოძრაობაც. გომბორის უღელტეხილზე მოძრაობა საგანგებო რეჟიმში კონტროლდება.
შეგახსენებთ, რომ სინოპტიკოსების პროგნოზით, კახეთის რეგიონში დღეს და ხვალ ითოვებს. მათივე განცხადებით, მომდევნო დღეების განმავლობაში საქართველოში ცივი ამინდი შენარჩუნდება.