თელავში ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ საინფორმაციო აქცია ჩატარდა
დღეს, თელავში, კამპანიის ფარგლებში საინფორმაციო აქცია ჩატარდა. ღონისძიების მიზანია საზოგადოების ცნობიერების ამაღლება და გენდერული ძალადობის მსხვერპლთა მიმართ სოლიდარობის დემონსტრირება.
აქციის ფარგლებში თელავის აგრარულ ბაზარსა და ქუჩებში დარიგდა გაზეთ ,,კახეთის ხმის” სპეციალური ნომერი, რომელიც ეხება ადამიანის უფლებებსა და გენდერულ საკითხებს.
ღონისძიების ორგანიზატორია ,,ჟურნალისტთა ქსელი გენდერული თანასწორობისთვის“.
პროექტი ხორციელდება აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) და საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდის (IFES) მხარდაჭერით.