ვიდეორეპორტაჟი

“გადავარჩინოთ მედია კაფე”-გაზეთ “კახეთის ხმის” მხარდამჭერი აქცია თელავში

აქციაში მონაწილეობა მოქმედი რეგიონული მედიის წარმომადგენლებმა მიიღეს. მთავარი მოთხოვნა თელავში მედია კაფის ფუნქციონირების შენარჩუნებაა, სადაც გაზეთის რედაქციაც არის განთავსებული.

მოგვიანებით აქციის მონაწილეები თელავის მერიის წარმომადგენლებს შეხვდნენ და უახლოეს დღეებში საჯარო დისკუსიის მოწყობა გადაწყდა.

მედია კაფე თელავის სამხატვრო სკოლის სარდაფში 5 წელია ფუნქციონირებს და იჯარის ხელშეკრულების ვადა ეწურება.

მერიაში თანამშრომლობის გაგრძელებაზე უარს ამბობენ და აცხადებენ, რომ არსებული ფართი სამხატვრო სკოლის საგამოფენო დარბაზის მოსაწყობად არის საჭირო.

„ვითხოვთ, რომ ამ საზოგადოებრივ ცენტრს გამოუყონ შესაბამისი ფართი და პირობები იმისათვის, რომ მან იარსებოს და არ შეეშალოს მუშაობაში ხელი,“-განაცხადა გაზეთ კახეთის ხმის დამფუძნებელმა და რედაქტორმა მაია მამულაშვილმა.