სტატიები

თელავის მედია კაფე დახურვის საფრთხის წინაშეა

მედია კაფე, კულტურულ-საგანმანათლებლო სივრცე თელავში

საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილი „თელავის მედია კაფე“ 2012 წელს გაზეთ ,,კახეთის ხმის“ დამფუძნებელმა მაია მამულაშვილმა საერთაშორისო დონორი ორგანიზაციების: „ღია საზოგადოება საქართველოს“ და USAID-ის პროგრამა IREX  -ის ფინანსური მხარდაჭერით გახსნა. ნახევრად დანგრეული დარბაზისა და ჭუჭყიანი აუთვისებელი ფართისგან კომფორტული საზოგადოებრივი სივრცე შექმნა.

,,ძველი შენობის თაღებიან დარბაზში განთავსებული Media Cafe მომხმარებელს წიგნებსა და ჟურნალგაზეთებს, ტკბილეულსა და ყავას სთავაზობს, მისი სივრცე ეთმობა სადისკუსიო შეხვედრებს, სემინარებსა და კინოჩვენებებს, ამავე დროს, მედია კაფეში ინტეგრირებულია გაზეთის რედაქცია, სადაც კაფეში მისულ ადამიანებს შეუძლიათ ნახონ, როგორ მუშაობენ ჟურნალისტები, ხოლო ჟურნალისტებს რესპონდენტებთან გასაუბრების საშუალება აქვთ.მედია კაფე“ გახსნიდან დღემდე მასპინძლობს ცნობილ მწერლებს, საზოგადო მოღვაწეებს, ეწყობა სხვადასხვა ავტორთან შეხვედრა, კინო ჩვენება თუ დისკუსია. ორგანიზაციამ გახსნის დღიდან დღემდე უმასპინძლა 500–ზე მეტ კულტურულსაგანმანათლებლო ღონისძიებას, 4 საერთაშორისო მედია კონფერენციას (შვედეთის მედია ინსტიტუტის, Fojo, DW Academy, Polish foundation / Democratic Society East Foundation) ორგანიზაციებთან პარტნიორობით. მედია კაფეში 2014 წლიდან ფუნქციონირებს ჟურნალისტთა ქსელი გენდერული თანასწორობისათვისთელავის გენდერის მედიაცენტრი“, რაც ხელს უწყობს გენდერული თანასწორობის შესახებ საზოგადოებისინფორმირებას, საინფორმაციო კამპანიების წარმართვას და მოქალაქეთა ჩართულობასMedia Cafe-დან მიღებული შემოსავლებიკახეთის ხმისგანვითარებას ხმარდება. შენობა ქალაქ თელავის მერიის საკუთრებაა. თელავის მერიასთან 2 წლიანი მოლაპარაკებების მიუხედავად თვითმმართველი ერთეული რედაქციას საშუალებას არ აძლევს, მუშაობა გააგრძელოს და ქალაქს კიდევ ერთი კულტურული და მნიშვნელოვანი სამოქალაქო კერა შეუნარჩუნდეს,“ – აცხადებს მაია მამულაშვილი.

 

ვინ და რა დგას „მედია კაფეს“ წინააღმდეგ

გარემო, რომელსაც მედია კაფე 4 წლის განმავლობაში ქმნის, უპრეცედენტოა რეგიონში. მან, შესაძლოა ფუნქცია დაკარგოს და დაიხუროს. ხელშეკრულების გაგრძელებაზე უარის თქმის მიზეზი მერიას დაქვემდებარებული სამხატვრო სკოლის ხელმძღვანელის მოთხოვნაა. ქალაქ თელავის ვიცე–მერის, თენგიზ მთვარელიშვილის თქმით, სამხატვრო სკოლის ხელმძღვანელობა აღნიშნული ფართის გადაცემას საგამოფენო სივრცის მოსაწყობად ითხოვს, რაზეც მერია თავს ვალდებულად მიიჩნევს დააკმაყოფილოს.

,,სამხატვრო სკოლას სჭირდება მეტი სივრცე გამოფენებისთვის. მას შემდეგ, რაც მედია კაფესთან დადებულ ხელშეკრულებას გაუვა ვადა და ფართი გათავისუფლდება, სამხატვრო სკოლა გამოიყნებს. პატივისცემის მიუხედავად მედია კაფის ხელმძღვანელისადმი და საქმისადმი რომელსაც იგი აკეთებს, ცხადია თელავის მერია წინ აყენებს თავისი სასახურის მიზნებს. ამ შემთხვევაში საუბარია ქალაქ თელავის სამხატვრო სკოლის შემდგომ განვითარებაზე. უშუალოდ ()იპის ხელმძღვანელის პოზიციაა, რომ მას სწორედ ამ მიზნებისთვის სჭირდება ფართი.“ – განმარტავს ვიცე მერი.

სკოლის დირექტორი ვახტან ლაცაბიძე აცხადებს, რომ სამხატვრო სკოლას დიდი კონტინგენტი ჰყავს და გამოფენებისთვის სჭირდება ფართი.

„ფართი გამოფენების მოსაწყობად აუცილებლად გვჭირდება. მარტო ბავშვებისთვის კი არა, თელაველი მხატვრებისთვისაც“, – ამბობს ის.

შპს „კახეთის ხმასთან 08.12.2011 წელს გაფორმებული საიჯარო ხელშეკრულების მუხლი 4-ის 4.4. პუნქტის შესაბამისად, სამხატვრო სკოლას უფლება აქვს გამოიყენოს იჯარით გაცემული ქონება გამოფენებისა და ღონისძიებებისათვის, თუმცა  სკოლის ადმინიტრაციას 5 წლის განმავლობაში არასდროს  გამოუყენებია და არც „მედია კაფესთვის“ მიუმართავს.  

 

იხილეთ ამონარიდი ხელშეკრულებიდან 

 

 

 „სამხატვრო სკოლის დირექტორის, ლაცაბიძის არგუმენტი, რომ მას „მედია კაფეს“ სივრცე საგამოფენო მიზნებისთვის სჭირდება, მოკლებულია დამაჯერებლობას, რადგან ამ ფართის გამოყენება აქამდეც შეეძლოთ და არასდროს იყენებდნენ მას, რასაც მერიაზე ვერ ვიტყვით, რადგან მერიის კულტურის სამსახურმა „მედია კაფეში“ არაერთი გამოფენა დაგეგმა და გამოიყენა კიდეც,“ – აცხადებს „მედია კაფეს“ დამფუძნებელი.

ქონების მესაკუთრე თელავის მერია ვერ ასაბუთებს შენობიდან „მედია კაფეს“ გაყვანის მართებულებას, რადგან მიზეზი, რომ სკოლას გამოფენების მოსაწყობად ფართის გამოყენება სურს და შესაძლებლობა არ აქვს, სიმართლეს მოკლებულია.

„სწორედ ეს მაფიქრებინებს, რომ  ამ საკითხის მიღმა დგას სხვა ინტერესი. კერძოდ, არა ბავშვები და  ფართის სიმცირე გამოფენებისთვის,  არამედ ხელისუფლებასთან დაახლოვებული პირების ინტერესები შენობის მიმართ. მოგეხსენებათ, რომ შენობა ქალაქის ცენტრშია და გარდა ამისა, ამ ადგილმა განსაკუთრებული დანიშნულება შეიძინა. მაგალითად, სახეზეა თელავის ყოფილი მერობის კანდიდატის გიორგი მოსიაშვილის პირადი ინტერესები, რომელიც 2013 წლიდან არის ჩართული ჩვენ წინააღმდეგ წარმართულ კამპანიაში.  იგი კახეთის იმჟამინდელ გუბერნატორთან, ირაკლი შიოლაშვილთან და ე.წ თამაზაშვილებთან  დაახლოვებული პირია და სწორედ მან მიაყენა შეურაცხყოფა ჩვენს საქმიანობას.“- აცხადებს ორგანიზაციის დამფუძნებელი. იხილეთ ბმული: goo.gl/XalCXj

 

რეაბილიტაცია  „მედია კაფეს“  გაჩერებისთვის

ბოლო 4 თვის განმავლობაში „მედია კაფეს“ ხელშეკრულებით სარგებლობის  უფლება  შეზღუდული ჰქონდა მერიის მიერ შენობის ზედა სართულზე მიმდინარე ფრაგმენტული რეაბილიტაციის გამო.

,,სამხატვრო სკოლის შენობაში მიმდინარე სამუშაოებს შპს ,,მამული’’ ასრულებს. აღნიშნული რეაბილიტაციის  განსახორციელებლად მერიას გამოყოფილი აქვს 50 000 ლარი, რომლის ფარგლებშიც ხდება აივნისა და ქვემო ვიტრაჟების შეცვლა“, – აცხადებს ვიცე მერი.

„თელავის მერიის  მიერ   სარეაბილიტაციო სამუშაოების წარმოებისას „მედია კაფეს“ ფუნქციონირება ოთხი თვე შეჩერდა, რაც ხელშეკრულების პირობების დარღვევად უნდა მივიჩნიოთ, ფაქტობრივად 4 თვეა არ გვქონდა ფართით კანონიერი სარგებლობის უფლება, მთელი სივრცე ნაგვით დააბინძურეს, ჭერი ჩამოიღეს და ისევ ძველი ფიცრები მიაკრეს, იძულებული ვიყავით მუშაობა გაგვეჩერებინა,“- აცხადებს „კახეთის ხმის“ რედაქტორი.

მერიაშიც ადასტურებენ, რომ ფრაგმენტული რეაბილიტაციისათვის საჭირო გახდა სკოლის აივანის შეკეთება, რის გამოც „მედია კაფეს“ მუშაობა შეჩერდა. მთვარელიშვლი აცხადებს, რომ დაგეგმილია ასევე სამხატვრო სკოლის შენობის სრული რეაბილიტაცია, რომლის ხარჯებს მისი თქმით, საფრანგეთის საელჩო გაიღებს. 

,,შენობა მოითხოვს სრულ რეაბილიტაციას, რაც დიდ თანხებთან არის დაკავშირებული. ამ საკითხზე აქტიურად ვთანამშრომლობთ საერთაშორისო ორგანიზაციებთან. ცოტა ხნის წინ თელავს საფრანგეთის ელჩი პასკალ მუნიე ეწვია, მას თან ახლდა თავისი წარმომადგენლობა და ერთერთმა ქალბატონმა, რომელიც საელჩოში მუშაობს გამოთქვა სურვილი, თავისი არასამთავრობო ორგანიზაციის დახმარებით შეეცდება მოიძიოს თანხები შენობის სრული რეაბილიტაციისთვის. მოითხოვა ხარჯთაღრიცხვა და მის მოსამზადებლად უკვე გამოვაცხადეთ ტენდერი. გამარჯვებული კომპანია დაამუშავებს ამ დოკუმენტს, რომელსაც გადავუგზავნით საფრანგეტის საელჩოს. რაც შეეხება სამხატვრო სკოლის შენობის გაყიდვასთან დაკავშირებით გავრცელებულ აზრს,  სიცრუეა. მერია არანაირი ფართის გაყიდვას არ გეგმავს, ეს არის კულტურული მემკვიდრეობა და ჩვენს ()იპ გადაცემული აქვს უვადოდ მის არსებობამდე სარგებლობის უფლებით. შესაბამისად, ეს ფართი მოხმარდება იმას რომ განვითარდეს სამხატვრო სკოლა. წარმატებას ვუსურვებ სამხატვრო სკოლას და მედია კაფეს, იმედი მაქვს ისინი ამ საქმიანობას ისევე ღირსეულად გააგრძელებდნენ როგორც მანამდე იყო,’’– განმარტავს თენგიზ მთვარელიშვილი.

თუმცა მერის მოადგილე არაფერს ამბობს იმის შესახებ, რომ თუკი შენობის რეაბილიტაცია კიდევ ერთხელ უნდა მოხდეს, რა საჭირო იყო დამატებით 50,000 ათასი ლარის გამოყოფა.

სამხატვრო სკოლის შენობის რეაბილიტაციისათვის სხვადასხვა დროს 300 000 ლარზე მეტია დახარჯული. არაერთი რეაბილიტაციის მიუხედავად, სკოლის გარემო სასწავლო პირობებისგან ძალიან შორსაა: იატაკი სიარულისას ირყევა და ჭუჭყიანია, კედლები ალაგ-ალაგ ამოჩიჩქნილი, სინათლე ფანჯრებიდან ვერ აღწევს, ასე ოთახებში  ბავშვებს არც კეთილმოწყობილი გარემო და არც საკმარისი სასწავლო ინვენტარი აქვთ.

იმის მიუხედავად, რომ სამხატვრო სკოლას თელავის მერია ყოველწლიურად დაახლოებით 60 000 ლარით აფინანსებს,  მოსწავლეებისთვის სწავლის გადასახადი  ფასიანია. ფაქტია, რომ არც  სკოლის შემოსავლები და არც რეაბილიტაციისთვის დახარჯული ათეულობით ათასი ლარი ბავშვების ინტერესებს ნაკლებად  ხმარდება, რაც ერთი თვალის შევლებითაც ცხადად ჩანს.  

სწორედ იმ მიზეზით, რომ ბავშვებისთვის სასწავლო პირობები გაეუმჯობესებინათ,  ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში თელავის მუნიციპალიტეტმა ათეულობით ათასი ლარი გახარჯა, ამავე დროს, სკოლას არაერთხელ სტუმრობდნენ მთავრობიდან მაღალჩინოსნები, უამრავჯერ მომზადდა რეპორტაჟებიც.

თელავის ყოფილი გამგებელი გივი მეტრეველი აცხადებდა, რომ შენობა სკოლისთვის შეუფერებელი იყო და საჭირო იყო მისი სხვა შენობაში გადაყვანა, თუმცა სკოლის მოსწავლეთა პირობები დღემდე არ გაუმჯობესებულა.

„კახეთის ხმის“ დირექტორი მაია მამულაშვილი აცხადებს, რომ მერიის მხრიდან  ადგილი ჰქონდა შენობის რეაბილიტაციის მიზეზით შეგნებულ ხელშეშლას, რათა „მედია კაფეს“ მუშაობა დიდი ხნით შეეჩერებინა და შენობიდან გაძევება უმტკივნეულოდ მომხდარიყო.

„რამდენიმე თვის განმავლობაში სარემონტო სამუშაოების მიზეზით თელავის მერიამ საშუალება არ მოგვცა „მედია კაფეს“ ემუშავა.  ვფიქრობ, ამასაც გარკვეული მიზნები აქვს. მათ სურდათ, ჩვენთვის ხელი შეეშალათ. ამ ნაწილში აშკარაა ხელშეკრულების პირობების დარღვევა, რაზეც რეაგირებას მოვახდენთ.“

 

რა მიზეზი აქვს „მედია კაფეს“ დახურვის მცდელობას

„კახეთის ხმის“ რედაქტორი ამბობს, რომ მცდელობა იმისა, რომ მედია კაფესა და რედქციას დაეტოვებინა დაკავებული ფართი, ჯერ კიდევ 2013 წლიდან დაიწყო.  გარკვეული პოლიტიკური და ბინზეს ინტერესების მქონე ადამიანები  შენობიდან რედაქციის გასახლებას ითხოვდნენ. 

2014 წლის დეკემბერში ,,კახეთის ხმამ“ გამოაქვეყნა სარედაქციო წერილი როგორც გაზეთში, ასევე ვებგვერდზე knews.ge. მასში ნათქვამი იყო, რომ ქალაქ თელავის  გამგებლის ყოფილი რწმუნებული გიორგი მოსიაშვილი და სხვა დაინტერესებული პირები გაზეთ „კახეთის ხმის“ რედაქციისა და „მედია კაფეს“ შენობიდან გამოსახლებას ითხოვდნენ.  

გარდა ამისა, ადგილი ქონდა ორგანიზაციის დამფუძნებლის მაია მამულაშვილის მიმართ საჯარო მუქარასა და შეურაცხმყოფელ გამონათქვემებს სოციალური ქსელის მეშვეობით. მოთხოვნა იყო ერთი, რომ რედაქციას და მედია კაფეს სამხატვრო სკოლის შენობა უნდა დაეტოვებინა. სრული ინფორმაციისთვის იხილეთ ბმული: goo.gl/XalCXj

 

გადავარჩინოთ „მედია კაფე“

,,კახეთის ხმის“ რედაქციამ და მედიამ კაფემ შეიმუშავეს ერთობლივი პეტიცია სახელწოდებით გადავარჩინოთ მედია კაფე.  პეტიცია შეგიძლიათ, იხილოთ შემდეგ ბმულზე: manifest.ge/main/item/1104#.WDybZJ16F6U.facebook

პეტიცია გადაეგზავნა საქართველოს პრემიერ მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის აპარატს შემდგომი რეაგირებისათვის.

პეტიციის ხელმომწერები, მივიჩნევთ, რომ თელავის მედია კაფესთან იჯარის ხელშეკრულება დაუყოვნებლივ უნდა გაგრძელდეს და არსებული სივრცე უნდა შეუნარჩუნდეს გაზეთკახეთის ხმისრედაქციას. მივიჩნევთ, რომმედია კაფესშენარჩუნება აღიშნულ სივრცეში ხელს შეუწყობს სამოქალაქო საზოგადოებისა და კულტურის განვითარებას, გააძლიერებს ადგილობრივ დემოკრატიას და მედიას გახდის კიდევ უფრო მდგრადსა და დამოუკიდებელს.

Media Cafe – იდეის განხორციელებას ხელი შეუწყო მსოფლიო პრესის ასოციაციისა Wan Ifra და IREX (აირექს ევროპის) ერთობლივმა პროექტმა, რაც მედია ბიზნესის განვითარებისათვის ტრეინინგებსა და კონსულტაციებს გულისხმობდა. პროექტის იდეა ჩამოყალიბდა ბიზნეს გეგმად, რის შემდეგაც ორგანიზაციას ფინანსური მხარდაჭერაღია საზოგადოება საქართველომდა USAID – Irex G Media მედია ინვოვაციების პროგრამამ გაუწიეს.

პეტიციას ადგილობრივი და ცენტრალური მედიის, არასამთავრობო და საერთაშორსო ორგანიზაციების,  საზოგადოების წარმომადგენლები შეუერთდნენ. ხელმოწერები გრძელდება.