ხვალ თელავის სოფლებს ელექტროენერგია შეუწყდება
,,კახეთის ენერგოდისტრიბუციის” ინფორმაციით, 2 დეკემბერს მუნიციპალიტეტის სოფლებს 11:00-დან 14:00-მდე დენი გაეთიშება.
,,ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდება, თელავის მუნიციპალიტეტის სოფლებს – ლაფანყურსა და მერქნის სერს. ელექტროენერგიის მიწოდება სამუშაოების დასრულებისთანავე აღდგება”, – აცხადებენ ენერგოდისტრიბუციაში.