სოფელ ახაშენში ავტოავარიას ქალის სიცოცხლე ემსხვერპლა
როგორც Knews.ge-ს თვითმხილველებმა განუცხადეს, ავარია სოფელ ახაშნის ცენტრალურ გზაზე მოხდა.
ადგილობრივების განცხადებით, გაჩერებაზე მდგომ მოხუცს მიკროავტობუსი დაეჯახა. ქალბატონი ადგილზე გარდაიცვალა.
ავტოსაგზაო შემთხვევა Knews.ge-ს შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს.
შსს–ს საზოგადოებათან ურთიერთობის სამსახურში განაცხადეს, რომ მომხდარზე დაწყებულია გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-5 ნაწილით რაც საგზაო წესების უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.