ახალი ამბები

თელავში ნაძვების მოჭრის წინააღმდეგ მსვლელობა გაიმართება

აქცია ტარდება ეკო-აქტივისტთა დამოუკიდებელი ჯგუფის, თელავის N1 საჯარო სკოლის ეკოკლუბის ორგანიზებით. ეკოკლუბის პრეზიდენტის გიორგი ორკოდაშვილის განცხადებით, აქცია საახალწლოდ ნაძვების მოჭრის წინააღმდეგაა მიმართული. მისივე ინფორმაციით, მსვლელობა 16 დეკემბერს, 15 საათზე, თელავის თეატრის მიმდებარე ტერიტორიიდან დაიწყება და აგრარულ ბაზართან დასრულდება. 
“მსვლელობის დროს მივმართავთ ყველა გამვლელს, დაივიწყოს საახალწლოდ ნაძვის ჭრის ტრადიცია. ნაძვი ყოველწლიურად მხოლოდ 10-12 სმ-ით იზრდება, შესაბამისად, ყოველწლიურად უმარავი წიწვოვნის მოჭრით, საქართველოში ძვირფასი სახების როდენობა მკვეთრად შემცირდა. თქვენი ჩართულობა მნიშვნელოვანია. ვისაც შეიძლიათ, გთხოვთ აქციაზე მოიტანოთ ხელოვნური ნაძვები, რომლებიც, რა თქმა უნდა, აქციის შემდეგ ისევ თქვენი იქნება, სასტვენები და პოსტერები”, – განაცხადა გიორგი ორკოდაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ ერთი ძირი ნაძვის მოჭრა, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის თანახმად, ისჯება ჯარიმით 500 ლარის ოდენობით, რამდენიმე ძირის მოჭრის შემთხვევაში კი შესაძლოა დადგეს პირის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის საკითხი.