თუშეთში შესაძლოა, თავისუფალი სკიტურის ტრასა მოეწყოს
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის ქეთევან ბოჭორიშვილის განმარტებით, აღნიშნული სქემა საქართველოს ეკოლოგიური, სოციალური, კულტურული და ეკონომიკური ინტერესების გათვალისწინებით ქვეყნის მდგრად განვითარებას განაპირობებს.
,,მემორანდუმის მიზანია საქართველოს სივრცითი მოწყობის გენერალური სქემის, ახმეტისა და თუშეთის მუნიციპალიტეტების, ასევე 12 სოფლის სივრცით ტერიტორიული დაგეგმვის დოკუმენტის საერთაშორისო პრაქტიკის გათვალისწინებით შემუშავება. ამ ეტაპზე მიმდინარეობს კვლევები, რომლის დასრულების შემდეგ გადაწყდება სოფლების სივრცით ტერიტორიული მოწყობა. თუშეთში შესაძლოა, თავისუფალი სკიტურის ტრასა მოეწყოს, რაც თხილამურების გარეშე სრიალს გულისხმობს”,– განაცხადა ქეთევან ბოჭორიშვილმა.
სივრცითი ტერიტორიული მოწყობის გენერალური სქემა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოებას შორის ურთიერთგაგების მემორანდუმის ფარგლებში შემუშავდება.