მამა სერაფიმე სოფელ ვაზისუბანში წირვას აღავლენს
იგი, გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ვაზისუბანში ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ეკლესის წინამძღოლთან მამა გრიგოლთან ერთად აღავლენს წირვას.
მამა სერაფიმე კახეთში ჩამოსვლის წინ სოციალური ქსელით მიმართვას აქვეყნებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:
,,კვირას, დილის 10:00 საათზე, გურჯაანში, სოფელ ვაზისუბანის ყოვლად წმინდა ღვთისმშობლის მიძინების ტაძარში აღვავლენთ წირვა ლოცვას. ტაძრის წინამძღვარს მამა გრიგოლს, რომელიც არის სასწაული პიროვნება, კეთილი მწყემსი და დიდი ქრისტიანი მას მინდა მოვუხადო მადლობა იმ სითბოსა და სიყვარულისთვის, რომელიც ჩვენი ერის მიმართ გამოხატა. მეუფე ექვთიმეს ლოცვა–კურთხევით 27 –ში აუცილებლად ჩამოვალთ თქვენთან”, – წერს სქემარქიმანდრიტი სოციალურ ქსელში.
მამა სერაფიმეს ისტორიული სამშობლო მესოპოტამიაა, ევფრატისა და ტიგროსის შესართავთან მდებარე მიწა. იგი წარმოშობით ასირიელია, მშობლიური ენა მისთვის არამეულია. ენა, რომელზეც იესო ქრისტე და მისი მოწაფეები საუბრობდნენ.
მამა სერაფიმე ერთადერთი ასირიელი მართლმადიდებელი ბერ–დიაკვანია საქართველოში, რომელიც წირვა–ლოცვას არამეულ ენაზე აღევლენს.
აღსანიშნავია ისიც, რომ მამა სერაფიმე 2008 წლამდე გურჯაანის რაიონის სოფელ ზეგანის ყველაწმინდის მამათა მონასტერში მორჩილად მსახურობდა.