ახალი ამბები

გურჯაანქალაქობა 26 ნოემბერს გაიმართება

მუნიციპალიტეტის გამგეობის ინფორმაციით, ღონისძიებები კურორტ ,,ახტალას” ტერიტორიაზე 12:00 სთ-დან დაიწყება.

,,გაიმართება სპორტული შეჯიბრებები, მოეწყობა გამოფენა-გაყიდვა და მუნიციპალიტეტის სოფლები შემოდგომის კუთხეებს წარმოადგენენ. სადღესასწაულო ღონისძიებები დასრულდება კონცერტით, სადაც მოხდება ფესტივალ „შემოდგომის ფერების“ გამარჯვებულთა დაჯილდოება. ასევე, მუნიციპალიტეტის თვითმმართველობა, ერთიან ეროვნულ გამოცდებში ყველაზე მაღალი შედეგის მქონე გურჯაანელ პირველკურსელებს, ერთჯერად ფულად თანხას გადასცემს”, – განაცხადეს გამგეობაში.

გურჯაანქალაქობაზე დაჯილდოვდებიან 2016 წლის საპატიო გურჯაანელები.