გურჯაანში პაპ-ტესტის საპილოტე პროგრამა დაიწყო
ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, პროგრამის მიხედვით, სოფლად მცხოვრებ 25-დან 60 წლის ქალბატონებს სკრინინგის ჩატარება ამბულატორიებში, უბნის ექიმებთანაც შეეძლებათ.
,,ამბულატორიები პაპ ტესტის მომსახურების მისაღებად შესაბამისი ინვენტარით უკვე მოამარაგებულია. ქალბატონები, რომლებიც ცხოვრობენ გურჯაანში, ისინი მომსახურებას კახეთ-იონის სამედიცინო ცენტრშ მიირებენ, ხოლო სოფლად მცხოვრები ქალებისთვის ახალი მომსახურება იქნება, ადგილზევე შეეძლებათ, ტესტის ჩატარება”, – აცხადებნ უწყებაში.
აღნიშნული საპილოტე პროექტის მხარდამჭერია გაეროს მოსახლეობის ფონდი.