თელავში მოსწავლეებმა სკოლის ეზო გაამწვანეს
,,ჩვენთან ერთად იმყოფებოდნენ მერიის წარმომადგენლები და კახეთის რეგიონში ორგანიზაცია CENN – ის წარმომადგენელი კახაბერ სუხიტაშვილი. აქციაში მონაწილეობა მიიღო ოცმა მოსწავლემ. ჩვენ, ყველამ ერთად დავრგეთ 2 ფიჭვის, 2 სოჭის და 12 იმერული მუხის ნერგი. მოგვიანებით, CENN–ის კოორდინატორმა მოსწავლეებს მცირე ინსტრუქტაჟი ჩაგვიტარა ხე მცენარეების მოვლა-პატრონობის შესახებ და მათზე ზრუნვა ჩვენს თავზე ავიღეთ”, – აცხადებს Knews.ge-სთან თელავის #1 საჯარო სკოლის ეკოკლუბის პრეზიდენტი გიორგი ორკოდაშვილი.
აქტივობა განხორციელდა ნიკო კეცხოველის სახელობის პრემიის მოსაპოვებელი კონკურსის ფარგლებში.