დღეს სინოპტიკოსები კახეთში თოვლს ვარაუდობენ
წუხელ ღამით კახეთის რამდენიმე ქალაქში მცირე თოვლი მოვიდა. დედოფლისწყაროს რაიონში ღამით ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა -2 გრადუსი დაფიქსირდა. 23 ნოემბრის ჩათვლით კახეთში თოვლია მოსალოდნელი.
აღმოსავლეთ საქართველოს ბარში 21-23 ნოემბერს დღისით ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა 0;+5; -1;+4; იქნება. 23 ნოემბრიდან საქართველოში ამინდი შეიცვლება, მცირედით დათბება, თუმცა ღამით ყინვები შენარჩუნდება. შეგახსენებთ, რომ გომბორის უღელტეხილზე მოძრაობა შეზღუდული არ არის.