კახეთში სივრცითი მოწყობის პროექტები მუშავდება
წნორი – ლაგოდეხის 40-კილომეტრიანი გზის პროექტის ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთების ვადები 2017 წლის თებერვალი-2017 წლის აგვისტოა. ამჟამად მიმდინარეობს ტექნიკური წინადადებების შეფასება.
,,მიმდინარეობს თბილისი – ბაკურციხის (80კმ) გზის მშენებლობის ტექნიკური წინადადებების შეფასება. პროექტირების ვადაა 2017 თებერვალი – 2018 წლის იანვარი.
მიმდინარე წლის 18 ნოემბერს გამოცხადებულია ბოლო ვადა ბაკურციხე – წნორის 16-კილომეტრიანი გზის, ასევე გურჯაანის შემოვლითი გზა – თელავის 30-კილომეტრიანი გზის პროექტებზე ტექნიკური და ფინანსური წინადადებების წარსადგენა”,-ნათქვამია განცხადებაში.
საქართველოს ხელისუფლების ცნობით, სივრცითი მოწყობის პროექტის ფარგლებში, ომალოში აეროდრომიც აშენდება. როგორც გასულ თვეს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა განაცხადა, ხელისუფლება განიხილავს ახმეტის მუნიციპალიტეტში, ომალოში, თუშეთში, აეროდრომის პროექტირების დაწყების საკითხს. პროექტის მიხედვით, ახმეტასა და თუშეთის 12 სოფელს სივრცითი ტერიტორიული მოწყობის გენერალური სქემა ექნება.
ამ ეტაპზე, იყალთოს სივრცითი ტერიტორიული დოკუმენტი მუშავდება.