სოფელ წინანდალში საქართველო-ევროკავშირის სამომავლო ურთიერთობებზე იმსჯელებენ
ღონისძიების მიზანია საქართველო-ევროკავშირის ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმებისა (DCFTA) და მისი განხორციელების თაობაზე დაინტერესებული მხარეების კონსულტაციებში ჩართულობის ხელშეწყობა.
დიალოგს კერძო სექტორთან სოფლის მეურნეობის მინისტრი-ლევან დავითაშვილი, საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტი – ნინო ჩიქოვანი და ევროპასთან ასოცირების შეთანხმების მხარდამჭერი პროექტის ხელმძღვანელი იოლანტა ტაჩინსკა გახსნიან.
ღონისძიების მთავარი მოდერატორი იქნება საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გენადი არველაძე, რომელიც DCFTA-ს ჭრილში სამინისტროს საქმიანობის შესახებ პრეზენტაციასაც გამართავს.
შეხვედრას დაესწრებიან საქართველოს მთავრობის მაღალი რანგის და კერძო სექტორის წარმომადგენლები.