ხვალ პრემიერ მინისტრი კახეთს ეწვევა
მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, პრემიერი სოფელ ბაკურციხეში დავით სარაჯიშვილის რესტავრირებულ სახლ-მუზეუმს დაათვალიერებს და ახლად აშენებული სასტუმრო კომპლექსის გახსნის ცერემონიას დაესწრება. ღონისძიება 15:00 საათზე დაიწყება.
„სოფელ ბაკურციხეში ცნობილი მეცენატისა და ქართული კონიაკის ფუძემდებლის, დავით სარაჯიშვილის სახლ-მუზეუმის კომპლექსს – სასტუმრო–მარანს, საცხოვრებელ სახლს, საცავ-მაცივარს ჩაუტარდა სათანადო აღდგენითი სამუშაოები. სამუშაოები შეასრულა შპს „კომპანია ბლექ სი გრუპმა“ ძეგლთა დაცვის ეროვნული სააგენტოს ზედამხედველობის ქვეშ“, – ნათქვამია ინფორმაციაში.
პროექტის ღირებულება 700 000 ლარს შეადგენს.