ახალი ამბები

ცოლის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარის ბრალდებით ლაგოდეხში მამაკაცი დააკავეს

შსს-ს ინფორმაციით, მამაკაცი ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ იმყოფებოდა. იგი იმ დროს დააკავეს, როდესაც მეუღლეს მოკვლით ემუქრებოდა. 
უწყებაში აცხადებენ, რომ პოლიციამ, დაკავებულის პირადი ჩხრეკისას, გადაჭრილი თოფი ნივთმტკიცებად ამოიღო. მათივე ცნობით, ბრალდებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს.
გამოძიება დაიწყო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე და 236-ე მუხლების მე-2 და მე-3 ნაწილით, რაც მუქარას და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.