სტატიები

თელავის სამხატვრო სკოლა ყოფილი დისპანსერის შენობაში განთავსდება

თელავის მუნიციპალიტეტის გამგეობის კულტურის სამსახურში აცხადებენ, რომ სამხატვრო სკოლის ადგილმდებარეობის შეცვლის მიზანი ორგანიზაციისთვის სათანადო პირობების შექმნა და გაფართოებაა.

,,კარგი იქნება თუ სამხატვრო სკოლას ფართის პრობლემა მოუგვარდება და სათანადო პირობები ექნებათ”, – აცხადებს ფიქრია ყუშიტაშვილი.

ამ დროისთვის, ყოფილი დისპანსერის შენობა მთლიანად დანგრეულია და სრულ რეაბილიტაციას საჭიროებს.