ნაფარეულის სკოლაში შშმ პირებისათვის ადაპტირებული ოთახი მოეწყო
აქტივობა განხორციელდა ოთახი შესაბამისი ინვენტარით აღიჭურვა ორგანიზაციის ,,მაკლეინის ასოციაცია ბავშვებისთვის“ დაფინანსებით. ნაფარეულის საჯარო სკოლა ჩართულია სამოქალაქო განათლების პროგრამაში ,,მომავლის თაობა“, რომელსაც ახორციელებს PH International აშშ-ის საერთაშორისო სააგენტოს (USAID) ფინანსური მხარდაჭერით.
„ჩვენ გავიმარჯვეთ პროგრამა „მომავლის თაობის“ მიერ გამოცხადებულ მცირე საგრანტო კონკურსში. კლუბის წევრებმა განახორციელეს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა ინტეგრაციის თემაზე პროექტი ,,ვიზრუნოთ ერთმანეთზე“. პროექტის ფარგლებში შშმპურებისათვის სკოლაში მოეწყო რესურს ოთახი და შეივსო ადაპტირებული ინვენტარით, რაც უფრო მეტად შეუწყობს ხელს სკოლის ბენეფიციართა გარემოში ინტეგრირებას“, – განაცხადეს ნაფარეულის საჯარო სკოლის სამოქალაქო განათლების კლუბში.