ლაგოდეხში ესპანური ჯიშის მარწყვის სათბურის გაფართოება იგეგმება
როგორც Knews-ge-სთან ხილის სათბურის მეპატრონე განმარტავს ესპანური ჯიშის მარწყვის სათბური მან საკუთარი ფინანსური სახსრებით ააშენა.
,,მარწყვის პირველ იმოსავალი იყო მცირე, შემდეგ ეტაპობრივად მოიმატა მისმა რაოდენობამ. ჩვეულებრივი ჯიშის მარწყვისაგან განსხვავდება ფორმით, ზომით, ვიზუალით და რაც მთავარია, უძლებს ტრანსპორტირებას. ხილს გააჩნია მსხმოიარობა მთელი წლის მანძილზე. ხილზე მოთხოვნა არის, თუმცა დღემდე უსახსრობის გამო ვერ შევძელი სათბურის გაფართოება. მოსავლის რაოდენობა 3-ჯერ გაიზრდება,” – აცხადებს knews.ge-სთან გიორგი დარეჯანაშვილი.
გიორგი დარეჯანაშვილი სამომავლოდ სხვა კულტურების მოყვანასაც არ გამორიცხავს თუმცა ამბობს, რომ ამ ეტაპზე მხოლოდ მარწყვის განვითარებაზეა ორიენტირებული.
,,სეზონზე კილოგრამი მარწყვის ფასი 15-დან 20 ლარამდე იქნება. მისი შეძენა კი ლაგოდეხისა და თბილისის სუპერმარკეტებშია შესაძლებელი,” – აცხადებს დარეჯანაშვილი.
მისივე განცხადებით, მარწყვი ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტია.