TI-კახეთში ნეპოტიზმის ფაქტები გამოვლინდა
კვლევამ აჩვენა, რომ თანამდებობის პირების ოჯახის წევრები დასაქმებულნი არიან იმავე ან აღნიშნულ უწყებასთან დაკავშირებულ ადმინისტრაციულ ორგანოებში. არასამთავრობო ორგანიზაციის ინფორმაციით, აღნიშნული პრობლემა განსაკუთრებით მწვავედ დადგა 2012 წლის საპარლამენტო და 2014 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ.
,,საქართველოში არსებული ანტიკორუფციული კანონმდებლობის აღსრულების ხარვეზების გათვალისწინებით, ასეთი შემთხვევების სიმრავლე მიუთითებს სისტემური პრობლემის არსებობასა და მასზე ეფექტური რეაგირების საჭიროებაზე. საჯარო სამსახურში ნეპოტიზმის პრობლემასთან გასამკლავებლად „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს” ერთ-ერთი ძირითადი რეკომენდაციაა, შეიქმნას დამოუკიდებელი ანტიკორუფციული სააგენტო, რომელიც სათანადო უფლებამოსილებებით, რესურსებით იქნება აღჭურვილი და დაცული იქნება პოლიტიკური გავლენისგან. შესაბამისი საკანონმდებლო წინადადება „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს” მომზადებული აქვს, თუმცა საკანონმდებლო ორგანოს ის ჯერ არ განუხილავს. მოვუწოდებთ ახალი მოწვევის პარლამენტს, სათანადო პასუხისმგებლობით და ყურადღებით მოეკიდოს საჯარო სამსახურში არსებულ გამოწვევებს და გადადგას ეფექტიანი ნაბიჯები მათ მოსაგვარებლად’’,– განაცხადეს „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს” წარმომადგენლებმა.
ორგანიზაცია კახეთში დაფიქსირებული ნეპოტიზმის შემთხვევების კონკრეტულ ფაქტებს ასაჯაროებს:
გიორგი მჭედლიშვილი 2013 წლიდან ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის უფროსი, 2014 წლის დეკლარაციის მიხედვით მისი მეუღლე, ლელა კურტანიძე ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის გამგეობის მთავარი სპეციალისტია;
დავით ჯორჯაძე 2015 წლიდან ქალაქ თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნების “ თავმჯდომარეა, 2016 წლის დეკლარაციის მიხედვით მისი მეუღლე, მაია ჩიჩუა თელავის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის სპეციალისტია;
როსტომ თორღაშვილი 2014 წლიდან სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკრებულო – ფრაქცია „ქართული ოცნება – კონსერვატორების “ თავმჯდომარეა, დეკლარაციის მიხედვით მისი მეუღლე, ოლია მოლაშვილი ამავე პერიოდში ა(ა)იპ სიღნაღის მუნიციპალიტეტის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის ცენტრში პროგრამის ოპერატორია;
ზურაბ არსენიშვილი 2014 წლიდან საქართველოს ადმინისტრაციულ – ტერიტორიულ ერთეულებში (ახმეტის, გურჯაანის, დედოფლისწყაროს, თელავის, ლაგოდეხის, საგარეჯოს, სიღნაღისა და ყვარლის მუნიციპალიტეტები) კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის – გუბერნატორის პირველ მოადგილედ მუშაობს, 2015 წლის დეკლარაციის მიხედვით მისი მეუღლე, ლელა ბერიაშვილი ააიპ თვითმმართველი თემი თელავის
მუნიციპალიტეტის კულტურის ცენტრის დირექტორის თანამდებობაზე დაინიშნა.
დიმიტრი კალატოზიშვილი გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილედ დაინიშნა 2014 წელს, 2015 წლის დეკლარაციის მიხედვით მისი მეუღლე, ნანა რამაზაშვილი ხდება გურჯაანის საკრებულოს აპარატის იურიდიული განყოფილების უფროსი;
ზურაბ ჩხეიძე 2014 წლიდან ყვარლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეა, 2015 წლის დეკლარაციის მიხედვით მისი მეუღლე, ლალი ავაზაშვილი ყვარლის მუნიციპალიტეტის გამგეობის კულტურის სამსახურის მთავარი სპეციალისტია;
გოჩა ქიტესაშვილი 2014 წლიდან ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ერთ-ერთი კომისიის თავმჯდომარეა, 2015 წლის დეკლარაციის მიხედვით მისი შვილი, მაკა ქიტესაშვილი ახმეტის გამგეობის შიდა აუდიტის სამსახურის წამყვანი სპეციალისტია;
ნიკოლოზ ხუციშვილი 2013/14 წლებში დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილე იყო, 2015 წლიდან დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულო – ფრაქცია „ქართული ოცნება-თავისუფალი დემოკრატების“ თავმჯდომარეა, 2016 წლის დეკლარაციის მიხედვით მისი მეუღლე, მაკა გიგოლაშვილი დედოფლისწყაროს გამგეობის იურიდიული სამსახურის მთავარი
სპეციალისტის პოსტზე იწყებს მუშაობას;
ნუგზარ პაპიაშვილი დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეა 2014 წლიდან 2016 წლის დეკლარაციის მიხედვით მისი მეუღლე ციური ზურაბაშვილი ამავე გამგეობაში TI-კახეთში ნეპოტიზმის ფაქტები გამოვლინდა.