ქადაგიშვილი – 2017 წელს ბატონის ციხის კომპლექსი მზად იქნება ტურისტების მისაღებად
მისივე თქმით, ბატონის ციხის აღდგენა ხელს შეუწყობს ტურიზმის განვითარებას.
,,ერეკლე მეფის სასახლის აღდგენა არის ძალიან მნიშვნელოვანი და უნიკალური პროექტი ჩვენი კულტურული მემკვიდრეობისათვის. ის ჯერ არ არის დასრულებული, გრძელდება და სასახლესთან ერთად მთელი გარემო სივრცე შეიცვლება. პროექტის ფარგლებში მოეწყობა მთლიანი შიდა სივრცე. მშენებლობის პროცესი მომავალი ერეკლეობისთვის უკვე დასრულებული იქნება. საგამოფენო, საკონფერენციო სივრცე და მთელი შიდა გარემო, მზად იქნება ტურისტების მისაღებად. ეს იქნება ერთ–ერთი საუკეთესო ადგილი თელავსა და მთელს საქართველოში. ყოველთვის უდა გვახსოვდეს, რომ ერეკლე იყო ის მეფე, რომელიც მუხლჩაუხრელად იბრძოდა მუდამ საქართველოსთვის და რომელმაც განსაზღვრა საქართველოს ცივილიზაციური განვითარება’’,– განუცხადა knews.ge-ს ირაკლი ქადაგიშვილმა.