გურჯაანში ქალების ფიტნესკლუბი გაიხსნა
ნინო სამნიაშვილმა და ვეკო იაშვილმა სატრენაჟორო დარბაზი მიკრო და მცირე ბიზნესის ხელშეწყობის პროექტის ფარგლებში გახსნეს. ფიტნეს-ინსტრუქტორის, თამარ ხიზანიშვილის განცხადებით, დარბაზი უახლესი და თანამედროვე ტრენაჟორებითაა აღჭურვილი.
,,სხეულის კორექციასა და გაჯანსაღებაში კი ქალბატონებს პროფესიონალი ინსტრუქტორი ეხმარება. იდეის ავტორების მიზანია, რომ ქალები ცხოვრების ჯანსაღი წესით დაკავდნენ, დაწვან ზედმეტი კალორიები, გახდნენ ჯანმრთელები, ტანადები და მიმზიდველები”, – აცხადებს ხიზანიშვილი.