თელავის მერიამ თელავზე მოამაგე 2016-ის წოდება 5 პირს მიანიჭა
კალმახელიძეს თქმით, აღნიშნული წოდება თელავის მკვიდრებს დამსახურების მიხედვით მიენიჭათ.
,,თელავზე მოამაგე–2016″ გახდნენ როგორც პედაგოგები, ასევე სხვა პირები, ვისაც დიდი დამსახურება აქვთ თელავისა და თელაველების წინაშე. ესენი არიან – თელავის #8 საბავშვო ბაღის პედაგოგი ლირა სუმბაძე, სახანძრო სამსახურის თანამშრომელი, მაშველი ვასილ გიგაური, სასწრაფო–სამედიცინო სამსახურის თანამშრომელი, ექიმი მარიამ ასაბაშვილი, თელავის #2 საჯარო სკოლის პედაგოგი ნანი ჩიდრაშვილი და მოხალისე – თეიმურაზ თეთრაშვილი”,– განაცხადა პლატონ კალმახელიძემ.