ახალი ამბები

ერაყში პანკისელი მუჰამად ხანგოშვილი დაიღუპა

22 წლის ხანგოშვილი პანკისის ხეობის სოფელ დუისის მკვიდრი იყო. 
მუჰამად ხანგოშვილი ერაყის ქალაქ მოსულში ავიადარტყმის დროს გარდაიცვალა. გავრცელებული ინფორმაციით, იგი ”ისლამური სახელმწიფოს” წევრი და დაჯგუფების ერთ-ერთი ლიდერის, დაღუპულ თარხან ბათირაშვილის (უმარ ალ-შიშანის) პირადი მცველი იყო. 
ამჟამად ერაყის არმია მოსულზე მასშტაბურ შეტევით ოპერაციას ახორციელებს. ერაყის შეიარაღებულმა ძალებმა მოსულის ”ისლამური სახელმწიფოსგან” გათავისუფლების ოპერაცია რამდენიმე კვირის წინ დაიწყეს.