ენმ-ს გურჯაანის ყოფილი დეპუტატი შესაძლოა, პარლამენტში შევიდეს
პროგორც ცნობილია, „ნაციონალური მოძრაობის“ სიით მეორე ნომერმა სანდრა რულოვსმა დეპუტატის მანდატზე უარი თქვა, რაც იმას ნიშნავს, რომ მის ადგილმონაცვლედ სიის მომდევნო ნომერი ითვლება. ღვინიაშვილი პარტიის პროპორციული სიის რიგით 28-ე წევრია, ”ნაციონალურ მოძრაობას” კი პარლამენტში 27 მანდატი ექნება.
პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის გიორგი კახიანის განცხადებით, ეროვნული კანონმდებლობის მიხედვით, როცა დეპუტატი უარს ამბობს მანდატზე, მას ანაცვლებს სიით მომდევნო წევრი.
„თუ მას არ ექნება სურვილი, რომ იყოს პარლამენტის წევრი, იგი მიმართავს უკვე პარლამენტს, რომ მოხდეს მისთვის როგორც პარლამენტის წევრისთვის უფლებამოსილების შეჩერება, ეს არის ის პროცედურა, რომელიც არაერთხელ განგვიხორციელებია. როცა მოხდება რულოვსისთვის უფლებამოსილების შეწყვეტა, დგება ადგილმონაცვლის საკითხი. თუ აღნიშნული პირი უარს ამბობს პარლამენტში შესვლაზე , ნუმერაცია მომდევნოზე გადავა“,-აცხადებს კახიანი.