კახეთის 2 მაჟორიტარი დეპუტატი საპარლამენტო თანამდებობებზე წარადგინეს
ოფიციალური ინფორმაციის მიხედვით, აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველ მოადგილედ ახმეტის მაჟრიტარი დეპუტატი გელა სამხარაული სახელდება, ხოლო მოადგილის პოსტზე დედოფლიწყარო-სიღნაღის ოლქის დეპუტატი ირაკლი შიოლაშვილი. კომიტეტის თავმჯდომარის ფუქნციას კი, სოფლის მეურნეობის ყოფილი მინისტრი ოთარ დანელია შეასრულებს.
გრძელდება კონსულტაციები ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტისა და სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის ხელმძღვანელების პოსტებზე წარსადგენ კანდიდატურებთან დაკავშირებით.
შეგახსენებთ, რომ აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პოსტს აქამდე გელა სამხარაული იკავებდა.
რაც შეეხება ირაკლი შიოლაშვილს, საპარლამენტო არჩევნებამდე კახეთში პრეზიდენტის რწმუნებულის აპარატს 2013 წლის დეკემბრიდან ხელმძღვანელობდა.