დავით სონღულაშვილი – ნაბიჯ-ნაბიჯ ვიწყებ დაპირებების შესრულებას
სონღულაშვილის თქმით, პირველ ეტაპზე რამდენიმე ძირითადი საკითხის მოგვარებას აპირებს. მისივე განცხადებით, ამ ეტაპზე იგი გურჯაანსა და მუნიციპალიტეტის სოფლებში შეხვედრების განრიგს გამოქვეყნებას გეგმავს. შემდეგი ნაბიჯი კი, მუნიციპალიტეტის განვითარების გეგმის შემუშავებას დაეთმობა.
,,ნებისმიერ მსურველს შეეძლება სამუშაო ჯგუფებში გაწევრება ინტერესების მიხედვით და მონაწილეობის მიღება მუნიციპალიტეტის განვითარების გეგმის შემუშავებაში. გამოვაქვეყნებ დეპუტატის ბიუროს ადგილმდებარეობას და სამუშაო გრაფიკს. ასევე, ვეგემავ, გამოვაქვეყნო ადგილობრივ მმართველობასა და თვითმმართველობასთან თანამშრომლობის პრინციპები და საზოგადოებრივი მონიტორინგის მექანიზმები. ვაპირებ, შევიმუშავო ადგილობრივ მედიასა და არასამთავრობო სექტორთან თანამშრომლობისა და პარტნიორობის ძირითად პრინციპებს. შემოგთავაზებთ დეპუტატის საქმიანობის შეფასებისა და მონიტორინგის ისეთ მოდელს, რომლის მეშვეობითაც გურჯაანის მუნიციპალიტეტის ყველა მაცხოვრებელს საშუალება ექნება თვალყური ადევნოს ჩემ აქტივობებს და დაპირებების შესრულების გრაფიკს შევიმუშავებ მოსახლეობასთან მუდმივი და უწყვეტი კავშირის ისეთ სისტემას, რომლითაც გაგიადვილდებათ კომუნიკაცია როგორც პირადად ჩემთან, ასევე სადეპუტატო ბიუროსთან”, – აცხადებს დავით სონღულაშვილი.