ახალი ამბები

თელავში ერეკლეობისთვის მზადება მიმდინარეობს

გადაიკეტა ცენტრალური ქუჩა და ერეკლეს მეორეს მოედანზე მიმდინარეობს ღონისძიებისთვის ზადება. დღეს დაგეგმილია ბევრი ღონისძიება, მათ შორის, საბავშვო აქტივობები. დღის განრიგი კი ასეთია:
11:00 საათზე დაგეგმილია მეფის სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი თელავში.
12:00-17:00 საათამდე მოხდება თელაველი მხატვრებისა და ელენე ახვლედიანის სახელობის სამხატვრო სკოლის მოსწავლეთა ნამუშევრების გამოფენა ერეკლე მეორეს მოედანზე.
1200:1700 საათისთვის ასევე, იგეგმება წიგნის, ტურიზმის, ღვინის, ხალხური რეწვის, ფოტო, მუსიკალური და „სოფლის ნობათის“ პავილიონები ერეკლე მეორეს მოედანზე.
რაც შეეხება საბავშვო ღონისძიებებს, ერეკლე მეორეს მოედანზე 12:00 საათიდან დაიწყება და 20:00 საათამდე გაგრძელდება.
12:00- 13:00 საათზე გაიმართება საუბარი ერეკლე მეორეზე კულტურის ცენტრში.
13:00-14:30 საათზე კი, „გააგრძელე საქართველოს ისტორია “. პრეზენტაცია მოხდება თელავის თეატრის ფოიეში.
14:30-17:00 საათამდე დაგეგმილია საპატიო თელაველების დაჯილდოვება და მერიის ცეკვისა და სიმღერის ანსამბლის კონცერტი;
თელავქალაქობას დაასრულებს გალა-კონცერტი ადგილობრივი მუსიკალური ბენდებისა და თანამედროვე ესტრადის ვარსკვლავების მონაწილეობით, რომელიც 17:00 საათზე დაიწყება. 19:00 საათზე ღონისძიებები დასრულდება საზეიმო ფოერვერკით.
ამინდის გაუარესების შემთხვევაში ღონისძიებები გაიმართება თელავის თეატრის დარბაზსა და ფოიეში.