დედოფლისწყაროში ზეთისხილის რთველი იწყება
როგორც კომპანია „ქართული ზეთისხილის“ გადამამუშავებელ საწარმოში აცხადებენ, ზეთისხილის პლანტაციები ორ სოფელში, საქობოსა და მაშნაარში, 25 ჰექტარზეა გაშენებული.
კომპანიის მენეჯერის ალექსანდრე ჩახნაშვილის თქმით, შარშან 15 ტონა ზეთისხილის მოსავალი მიიღეს, წელს კი გაორმაგებულ რაოდენობას ელოდებიან.
,,წლის ბოლოს ბაზარზე ჩვენებური, ქართული ზეთისხილი და ზეითუნის ზეთი გამოვა. ვისაც ჰგონია, რომ ადრე საქართველოში ზეთისხილი არ მოჰყავდათ, ცდება. წლების წინ ჰქონდათ ზეთისხილის ბაღები დაბა წნორში, მაგრამ მერე ხალხმა აღარ მოუარა და გადაშენდა. ჩვენ ამ ტრადიციის აღდგენა გვსურდა და გვიხარია, რომ მოვახერხეთ“, – აცხადებს კომპანიის წარმომადგენელი.