კაჭრეთში ,,ქართული ოცნების” ახლადარჩეული დეპუტატები გასვლით სხდომას მართავენ
შეხვედრას ”ქართული ოცნების” გენერალური მდივანი კახა კალაძე ხელმძღვანელობს.
“შეხვედრა არანაირად არ უკავშირდება კონსულტაციებს სამთავრობო ცვლილებებთან დაკავშირებით. ის შეეხება კონკრეტულად იმ უახლოეს საკითხებს, რომელიც საპარლამენტო საქმიანობის დღის წესრიგში დგას. საბოლოოდ ვინ რა თანამდებობას დაიკავებს, ეს საკითხი გადაწყდება პოლიტსაბჭოს სხდომაზე რომელიც, სავარაუდოდ, უახლოეს დღეებში ჩატარდება“ – განუცხადა ,,რუსთავი 2″–ს პარტიის წევრმა გიორგი კახიანმა.