ახალი ამბები

გურჯაანში რესპუბლიკური პარტია დაიშალა

ყვირალაშვილთან ერთად ორგანიზაცია დატოვა პარტიის 50–მდე წევრმაც. ზვიად ყვირალაშვილის განცხადებით, მან გადაწყვეტილება პარტიის ლიდერთან დავით უსუფაშვილთან კონსულტაციის შედეგად მიიღო. 

,,ამ ეტაპზე ვარ უპარტიო და ვაგრძელებ გურჯაანის საკრებულოში მუშაობას როგორც დამოუკიდებელი წევრი. სამომავლოდ, ფრაქცია ,,რესპუბლიკელები” სხვა სახელწოდებით გააგრძელებს ფუნქციონირებას. გავაანალიზეთ არჩევნებზე მიღებული შედეგები. ჩავთვალეთ, რომ გვჭირდება მეტი კომუნიკაცია ხალხთან, ასევე ჩვენი მიდგომებისა და პროგრამების საზოგადოებამდე სწორად მიტანა, რაც ამ ეტაპზე ვერ შევძელით. დავით უსუფაშვილთან ერთად ვაპირებთ სამომავლო სამოქმედო გეგმის შემუშავებას, რათა ერთად მივაღწიოთ იმ დასახულ მიზნებს, რაც აქამდე გვქონდა. ასევე, უნდა მოხდეს ჩვენი უკეთესი ჩართულობა და მეტი აქტიურობა ამომრჩეველთან”–განაცხადა ზვიად ყვირალაშვილმა.