კახეთში 10 ნოემბრის ჩათვლით უნალექო ამინდი შენარჩუნდება
აღმოსავლეთ საქართველოს ბარში ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა 11-16 გრადუსია მოსალოდნელი.
უნალექო ამინდი საქართველოში 10 ნოემბრის ჩათვლით შენარჩუნდება.
სინოპტიკოსების პროგნოზით, აღნიშნულ პერიოდში აღმოსავლეთ საქართველოში ღამით მთაში შესაძლებელია დაფიქსირდეს ყინვა -2 გრადუსამდე.