ახალი ამბები

ნუკრიანის სოციალური საწარმო კონკურსში გამარჯვებისთვის საზოგადოების მხარდაჭერას ითხოვს

კონკურსის მიზანია ქვეყანაში მეწარმეობის პოპულარიზაცია. სოციალური საწარმოს დირექტორის მაია ბიძინაშვილის განცხადებით, “ხალხის რჩეულის” ნომინაციაში ხმის მიცემა დაიწყო პირველ ნოემბერს და გრძელდება 17 ნოემბრის ჩათვლით.

,,გვინდა, რომ გამარჯვებულებს შორის ჩვენმა საწარმომ ღირსეული ადგილი დაიკავოს. გვჯერა ჩვენი საზოგადოების მხარდაჭერის. შეგვიძლია ბიზნესის კეთება და ჩვენთვის ეს გამარჯვება მნიშნელოვანია როგორც ჩვენივე მოტივაციისთვის, ასევე ორგანიზაციისთვისაც. მთავარია რწმენა და გამბედაობა. პირველი ნაბიჯებიც გადადგმული გვაქვს და ეხლა ჯერი მხარდამჭერზეა”, – განუცხადა knews.ge-ს მაია ბიძინაშვილმა.

“ხალხის რჩეულის” ხმის მიცემის წესები: თითოეული მიცემული ხმა ჩაითვლება დადასტურებულად იმ შემთხვევაში თუ, Facebook-ის ერთი მომხმარებელი ხმას მისცემს 24 საათში ერთხელ. მიცემული ხმები ექვემდებარება კორექტირებას ზემოთ აღნიშნული წესების დარღვევის შემთხვევაში. ხმების კორექტირება განხორციელდება მონაწილე კომპანიის გაფრთხილების შემდგომ.

რჩეული ორგანიზაციის მხარდასაჭერა იხილეთ ბმული