თელავქალაქობის დღესასწაული ხვალიდან დაიწყება
თელავის მერიის ინფორმაციით, საზეიმო კვირეულს თელავის თეატრი პრემიერის წარადგენით გახსნის. 19:00 საათზე, თელავის თეატრის სათეატრო სტუდიის წინასადიპლომო სპექტაკლი „ შესანიშნავი შვიდეული თელავიდან“ გაიმართება.
5 ნოემბერს იგეგმება 3 ღონისძიება – 13:00- ლადო მრელაშვილის 90 წლის იუბილისადმი მიძღვნილი ღონისძიება (ნიკო სულხანიშვილი სახ. სამუსიკო სასწავლებელი)
15:00 საათზე ფოლკლორის ფესტივალი „შენ ხარ ვენახი “ (თელავის თეატრი)
19:00 საათზე კი, თელავის ვაჟა-ფშაველას სახელობის სახელმწიფო პროფესიული თეატრის სათეატრო სტუდიის წინასადიპლომო სპექტაკლი „ შესანიშნავი შვიდეული თელავიდან“ (დადგმის ავტორი თემურ ხუნაშვილი)
6 ნოემბერს, 12:00 საათზე, ინტელექტუალური კლუბის „რა?სად? როდის?“ შემოდგომის სეზონის გახსნა თელავის საჯარო სკოლებს შორის და გასული სეზონის გამარჯვებულთა დაჯილდოვება მერის თასით ( თელავის მეშვიდე საჯარო სკოლა) ;
13:00 საათზე გაიმართება კონცერტი ქალთა კაპელის„კახეთის ჰანგებისა“ და ნიკო სულხანიშვილის სამუსიკო სასწავლებლის მოსწავლეთა მონაწილეობით (ნიკო სულხანიშვილი სახ. სამუსიკო სასწავლებელი)
15:00 საათზე დაგეგმილია ფოლკლორის ფესტივალი „შენ ხარ ვენახი “ (თელავის თეატრი)
19:00 საათზე კი, თანამედროვე და სამეჯლისო ცეკვების ანსამბლ „გრაციას“ სოლო-კონცერტი (თელავის თეატრი)
რაც შეეხება 7 ნოემბერს, თელავქალაქობის დღეს, საზეიმო ღონისძიებები 10:00 საათიდან დაიწყება და 17:00 საათზე მოედანზე გალა კონცერტითა და ფოიერვერკით დასრულდება.