ახალი ამბები

სიღნაღში მცხოვრები შშმ პირებისთვის არტ-თერაპიის კურსები ჩატარდება

აღნიშნული კურსები პროექტის „ხელოვნება შესაძლებლობებით“ ფარგლებში განცხორციელდება და მისიმიზანი შშმ პირების საზოგადოებაში ინტეგრაციაა.
ა.(ა).ი.პ. „სოციაურად უმწეოთა თერაპიის კავშირის“ აღმასრულებელი დირექტორის, ლალი ხანდოლიშვილის განცხადებით, სოციალური პროექტი სიღნაღის მუნიციპალიტეტის გამგეობისა და გერმანული ორგანიზაციის „არბაითერ სამარიტერ ბუნდის“ფინანსური მხარდაჭერითა და ხელშეწყობით ხორციელდება.
მისივე თქმით, პროექტის ფარგლებში სიღნაღის რაიონის ე.წ. „ზედა ზონების“ სოფლების და ქალაქ სიღნაღში მცხოვრები შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის არტ-თერაპიის კურსები განხორციელდება. ასევე რვა თვის განმავლობაში შშმ პირებთან სოციალთერაპევტი, სოციალმუშაკი, ფსიქოლოგი, მუსიკისა და ხატვის მასწავლებლები იმუშავებენ.
„შეზღუდული შესაძლებლობები არ არსებობს, არსებობს შეზღუდული გარემო. ჩვენ შშმ პირებისთვის ჯანსაღი სოციუმი უნდა შევქმნათ. რვა თვის განმავლობაში ბენეფიციარებთან კომპლექსური თერაპია განხორციელდება. ჩვენ მათ ვუზრუნველყოფთ ტრასპორტით, ასევე, ცალკეულ ინდივიდებთან ჯგუფი სახლში იმუშავებს,“-განაცხადა ლალი ხანდოლიშვილმა.
გერმანულ ორგანიზაცია „არბაითერ სამარიტერ ბუნდს“ (ASB), სიღნაღის მუნიციპალიტეტის გამგეობასა და „სოციალურად უმწეოთა ტერაპიის კავშირს“ შორის პროექტის „ხელოვნება შესაძლებლობებით“ განხორციელებისთვის, ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. მემორანდუმის ფარგლებში სიღნაღის მუნიციპალიტეტის გამგეობა პროექტს 1943 ლარით დააფინანსებს.