ახალი ამბები

გურჯაანის საოლქო კომისიაში საარჩევნო უბნებიდან შესული საჩივრების განხილვა მიმდინარეობს

ამ დროისთვის ოლქში უბნებიდან შესული ორი საჩივარი განიხილეს. საოლქო–საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე მაია ჩუთლაშვილი აცხადებს, რომ ორივე საჩივარი პროცედურულ დარღვევებს ეხებოდა და ის მნიშვნელოვან გავლენას ვერ მოახდენს არჩევნების საბოლოო შედეგებზე.
„სოფელ გურჯაანის 22-ე უბანზე საკონტროლო ფურცელზე ყუთში ჩაშვების დრო მითითებული არ იყო. ამ საკითხზეე საოლქო–საარჩევნო კომისიამ იმსჯელა და თავმჯდომარეს და მდივანს შენიშვნა გამოეცხადა. მეორე საჩივარიც, რომელიც ბაკურციხის 30-ე უბანზე ჟურნალისტისთვის ხელისშეშლის ფაქტს ეხებოდა, განიხილა კომისიამ და აღნიშნული საუბნო–საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს, მდივანს, მოადგილეს და ერთ-ერთ რეგისტრატორს შენიშვნა მივეცით“, -განაცხადა ჟურნალისტებთან საუბრისას მაია ჩუთლაშვილმა.