ახალი ამბები

აგროპროექტს კახეთში კომშის კულტურები დაემატა

სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა მთავრობის დღევანდელი სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა, რომ განხორციელდა ცვლილება ერთ-ერთ წარმატებულ პროექტში „დანერგე მომავალი“, რომელიც ითვალისწინებს მთელი საქართველოს მასშტაბით მრავალწლიანი კულტურების გაშენებას.
„პროექტი ითვალისწინებს მთელი საქართველოს მასშტაბით ნახევრად ინტენსიური და ინტენსიური ბაღების გაშენებას, რაც გვაძლევს საშუალებას, რომ თითოეული ფერმერის კეთილდღეობა გაიზარდოს, მრავალწლიანი კულტურები მეტი შემოსავლის მომტანია. ეს პროექტი წარმატებით მიმდინარეობს. 1500 ჰექტარზე მეტი ნახევრად ინტენსიური და ინტენსიური ბაღები მთელი საქართველოს მასშტაბით გაშენებულია, რაც თანამედროვე ტექნოლოგიებით ახალი ტიპის მებაღეობას გულისხმობს. პროექტის ფარგლებში განხრციელებული ცვლილების შედეგად, ჩვენ დავამატეთ რამდენიმე მნიშვნელოვანი კულტურა, კერძოდ, კომშის კულტურა დაემატა კახეთსა და ქვემო ქართლში, ხოლო მთელი საქართველოს მასშტაბით კი კენკროვნები – ჟოლო და მაყვალი. ამ კულტურებს პროგრამა არ ითვალისწინებდა და დინამიურად ახლდება კულტურები“, – განაცხადა დავითაშვილმა.