თელავში ერეკლეობის დღესასწაული 4 ნოემბრიდან დაიწყება
კვირის განმავლობაში ქალაქში მწერალ ლადო მრელაშვილის 90 წლის იუბილე და ფოლკლორული ფესტივალი „ქება ვაზისა“ იგეგმება. 7 ნოემბერს, ერეკლე მეფის დაბადების დღეს, საზეიმო ღონისძიებები 10.00 საათზე დაიწყება. ქალაქში მთელი დღის განმავლობაში იქნება სხვადასხვა პავილიონები და საბავშვო ატრაქციონები, საღამოს კი ზეიმს ქართული ესტრადის ვარსკვლავების კონცერტი და ფოიერვერკი დაასრულებს. გალა კონცერტზე თელავის მერი საპატიო თელაველებს დააჯილდოებს.