მეორე ტურში ამომრჩევლის ყველაზე მეტი ხმა დავით სონღულაშვილმა მიიღო
,,ამომრჩეველს მინდა, მადლობა გადავუხადო საპარლამენტო არჩევნების მეორე ტურში უპრეცენდენტო აქტივობისთვის. ჩემი პარლამენტის წევრობა და საქმიანობა მომავალი 4 წლის მიმართული იქნება იმაზე, რომ ჩვენი ყველა დაპირება, ყველა ინიციატივა თუ პროექტი, რომელიც წინასაარჩევნო პერიოდში გაგაცანით, რაც შეიძლება სწრაფად განვახორციელოთ თქვენთვის”, – განაცხადა დავით სონღულაშვილმა.
გურჯაანის #24 მაჟორიტარულ ოლქი:
დავით სონღულაშვილი (ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო) – 78.54% ( 20 934)
გიორგი ღვინიაშვილი (ერთიანი ნაციონალური მოძრაობა)- 21.46% (5 719)
რაც შეეხება დანარჩენ საარჩენო ოლქებს.
საგარეჯოს #23-ე მაჟორიტარული ოლქი:
რომან მუჩიაშვილი (ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო) – 79.18% (12 512)
ზურაბ ჭიაბერაშვილი (ერთიანი ნაციონალური მოძრაობა)- 20.82% (3 290)
ლაგოდეხის #26-ე მაჟორიტარული ოლქი “
გურამ მაჭარაშვილი (ქართული ოცნება- დემოკრატიული საქართველო) – 75.57% (17 380)
გურამი კაკალაშვილი (ერთიანი ნაციონალური მოძრაობა) – 24.43% (5 618)
თელავი-ყვარლის გაერთიანებული საარჩევნო #27-ე მაჟორიტარული ოლქი:
ირაკლი სესიაშვილი (ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო) -69.46% (17 833)
გიორგი ბოტკოველი (ერთიანი ნაციონალური მოძრაობა) – 30.54% (7 841)
თელავი-ახმეტის გაერთიანებული საარჩევნო ოლქი #28-ე მაჟორიტარული ოლქი”
გელა სამხარაული (ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო) – 73.83% (17 089)
შაქრო ტერტერაშვილი (ერთიანი ნაციონალური მოძრაობა) – 26.17% (6 056)