ლაგოდეხის საზამთროს გეოგრაფიული აღნიშვნა მიენიჭება
გეოგრაფიული აღნიშვნა გეოგრაფიული არეალის სახელია, რომელიც ისეთი პროდუქტის აღსანიშნავად გამოიყენება, რომლის განსაკუთრებული თვისებები და ხარისხი უშუალოდ ამ გეოგრაფიული ადგილის დამახასიათებელი (ხშირად უნიკალური) გარემო პირობებითაა (ნიადაგი, წყალი, ჰავა, ტრადიციული წარმოების წესი) განპირობებული.
,,გეოგრაფიული აღნიშვნა მნიშვნელოვან როლს ასრულებს ქვეყნების რეგიონალურ განვითარებაში, კერძოდ, მათი გამოყენება ხელს უწყობს შესაბამის რეგიონებში ახალი სამუშაო ადგილების შექმნას და შემოსავლების საგრძნობ ზრდას; ამცირებს რეგიონებიდან სამუშაო ძალის გადინებას და პირიქით, ხელს უწყობს ადგილობრივი მოსახლეობის ადგილებზე დამაგრებას; ზრდის რეგიონის ცნობადობას და ხელს უწყობს აგრარული ტურიზმის განვითარება”, – აცხადებენ საქპატენტში.
გეოგრაფიული აღნიშვნების დაცვა ევროკავშირსა და საქართველოს შორის ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების (DCFTA) ერთ-ერთ შემადგენელ ნაწილია.